გორის ციხე გორის ცენტრში მაღალკლდოვან ბორცვზე მდებარეობს. პირველად აქ ისტ- ორიული ციხე-სიმაგრე ძვ. წ. აღ-ის | ათასწლეულის ბოლო საუკუნეებიდან გვხვდება. გო- რის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება ნიშნავ- და პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.
ციხე არაერთხელ გადაკეთებულა. დღევანდელი სახე მიიღო 1774 წელს, როცა იგი საფუ-ძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკე ||-მ.
რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას, როცა აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდ- გომში მან დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი ,,ცხრაკარა’’ ეკვრის. თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. სამხრეთ კედლის შუაში მოთ-ავსებულია გვიანდელი ხანის კამაროვანი ჭიშკარი. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია.
ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი.
ციხის სამხრეთ-აღმოსავეთ კალთაზე დგას ბაზილიკური ეკლესია.
ციხის ძირში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი მონასტრითურთ.
ციხის უბანშია ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий